„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა~ სახალხო დამცველის კანდიდატად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს დაასახელებენ.
კონსულტაციების შედეგად მათ გადაწყვიტეს, რომ ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებულ კანდიდატებს ექნებათ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მის ნდობას მხოლოდ 3 კანდიდატი იმსახურებს და საზოგადოებას ვერ მოატყუებს და მეოთხეს ვერ დაასახელებს იმის გამო, რომ 7 კანდიდატი შეავსოს.
„ლელოს“ და ენმ-ის წევრების, დავით უსუფაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სხვა საპარლამენტო სუბიექტები იქნებიან ვალდებული, რომ კანდიდატების რაოდენობა 7-მდე შეივსოს.
პროცედურის მიხედვით, 9-კაციანი კომისიის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან ოპოზიციის, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების, უფრაქციო დეპუტატების 7-კაციან ჯგუფს შეეძლება, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელოს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებიც არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2022 წელს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინა.