დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ხახუბია საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მის სახლში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

51 წლის ირაკლი ხახუბია მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.


2017 წელს ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

გამოძიებსი ვერსიით, მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა.

ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.