სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო ტაძრები დაიხურა

პუბლიკა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო სამხრეთ კორეის ხელისუფლება ცდილობს, რომ შეამციროს ხალხმრავალი შეკრებების რაოდენობა, ამიტომ ტაძრები დაიკეტა და ბევრი მათგანი მსახურებას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

სეულში, იოიდოს სრული სახარების ტაძარმა საკვირაო წირვა Youtube-ზე 560 ათასი გამომწერისთვის აღავლინა, რომელშიც 200 მსახურისა და ორკესტრის ნაცვლად მცირე ჯგუფი მონაწილეობდა.

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ წირვა-ლოცვებზე დასწრებისგან და სხვა ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობისგან.

ბოლო 236 წლის განმავლობაში პირველად სამხრეთ კორეის კათოლიკურმა ეკლესიამ ასევე გადაწყვიტა, რომ წირვა გაეუქმებინა 1700-ზე მეტ ტაძარში. ღონისძიებები გააუქმეს ბუდისტურმა ტაძრებმაც.