კლინიკა „ვივამედის“ კარანტინიდან რამდენიმე პირმა გასვლა სცადა

პუბლიკა

კლინიკა „ვივამედის“ სასტუმრო განყოფილების კარანტინში მყოფმა რამდენიმე პირმა კარანტინიდან გასვლა სცადა. მათ კლინიკიდან გასვლაში ხელი შეუშალა ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ.

„პუბლიკასთან“ კლინიკის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პირები უკვე დაბრუნდნენ კარანტინში.

„ტელევიზები იყვნენ, ნახეს, რომ ნორმალური პირობებია, ამ ადამიანების მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ სურთ კარანტინში ყოფნა. სხვა პრეტენზია ამ ადამიანებს არ აქვთ. ჟურნალისტები აქ იყვნენ და ნახეს, რომ ნომრებში სითბოა, სველი წერტილები ფუნქციონირებს, არის ცივი და ცხელი წყალი, სამჯერადი კვება და დღეში სამჯერ ვუზომავთ ტემპერატურას. ყველაფერი კეთდება, რაც კარანტინის წესებს შეესაბამება, მაგრამ ესენი წარმოადგენენ იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებსაც კარანტინში ყოფნა არ სურთ“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

კლინიკა „ვივამედის“ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 33 ადამიანი იმყოფება. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 შემთხვევა დადასტურდა. კარანტინში 119 ადამიანი იმყოფება.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.