რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა, დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველებს აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

„არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა, შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“ – განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამისნიტროში.

რუსეთის მოქალაქის შეურაცხმყოფელი ქმედების ამსახველი ვიდეო სოციალურ მედიაში ვრცელდება.

იგი ადმინისტრაციული  კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს.