აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მედიის თავისუფლება არის დემოკრატიის გარანტი და სწორედ ამიტომ საელჩო მხარს უჭერს მედიას უკვე 30 წელია.
„მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, და ასევე აშშ-ის კონსტიტუციით. ნებისმიერი რამ, რაც ასუსტებს მედიას, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, მიგვაჩნია, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.
ამერიკის ელჩი საქართველოშ კელი დეგნანი შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების ახალ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.