პოლონეთში აფეთქება დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული - დუდა

პუბლიკა

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში აფეთქება დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნა იყო პოლონეთზე გამიზნული თავდასხმა.

გუშინ პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარუდოდ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ქალაქ პრეჟევოდოვთან, ერთ-ერთ ფერმაში აფეთქდა. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა პოლონურმა მედიამ გაავრცელა.

როგორც CNN წერს, უცნობია საიდან გაჩნდა ჭურვები, თუმცა რაკეტების ჩამოვარდნა დაემთხვა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტები არ ჩამოვარდნილა პოლონეთში და ამის შესახებ ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს.