ადვოკატი: კვლევის შედეგები იძლევა საფუძველს, რომ სააკაშვილი მოწამლულია

პუბლიკა

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ კვლევის შედეგების იძლევა საფუძველს, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

„ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები, რომლებიც არის აღმოჩენილი კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ეს არის საფუძველი, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“, – აცხადებს „მთავარ არხთან“ ვალერი გელბახიანი.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა ცენტრმა „ემპათიამ“ უნდა გამოაქვეყნოს.