ერთად იყვნენ იტალიაში - გამყრელიძე ინფიცირების 5 ახალ შემთხვევაზე

პუბლიკა

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი და ჯანდაცვის მინისტრი ბრიფინგს მართავენ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ჯამში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.

მისი თქმით, ხუთი ახალი შემთხვევა დაკავშირებულია იმ პირთან, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომლის შესახებაც დილით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეს ეპიდემიოლოგებმა ინტენსიურად იმუშავეს ყველა კონტაქტის დასადგენად. უმრავლესობა დადგენილია და ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა როგორც შესაძლებელი შემთხვევა და მათგან აღებული იქნა ბიოლოგიური ნიმუშები და დღის მეორე ნახევარში დაიტესტნენ ლუგარში. ყველა ეს კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური შემთხვევები. ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში. ქვეყანაში გვაქვს 9 დადასტურებული შემთხვევა. ყველა შემთხვევა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია ამ ეტაპზე.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, გუშინ დადასტურებული შეთხვევა უფრო საყურადღებოა და მიმდინარეობს კლინიკური მეთველყურეობა.

მისივე თქმით, ახალ შეთხვევებთან შემხებლობაში მყოფი პირების დადგენა დაიწყეს შესაბამისმა სამსახურებმა. გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულებს შორის არ არიან მცირეწლოვანი ბავშვები.