ფოტო | Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრები იტალიიდან საქართველოში გამოფრენის წინ

პუბლიკა

Georgian Airways ავრცელებს ფოტოებს, თუ როგორ ემზადებიან ეკიპაჟის წევრები იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.

Georgian Airways იტალიიდან საქართველოს 200-მდე მოქალაქეს ჩამოიყვანს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, დღის განმავლობაში რომის მიმართულებით ორი რეისი შესრულდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მათ კარანტინში გადაიყვანენ.

კორონავირუსის შემთხვევები იტალიის ოცივე რეგიონში დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 9 172-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რაოდენობა კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 498-ია. იტალია ე.წ. წითელ ზონად გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. ქვეყანა მკაცრად იზოლირებულ რეჟიმზე გადაერთო. აკრძალვა ეხება საჯარო შეკრებებს. ასევე, მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ ზედმეტ გადაადგილებას, თუ ამას სამუშაო ან გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.