„ბავშვებს აიძულებდნენ, გაეყიდათ ყვავილები, ეთხოვათ მოწყალება" | შსს-მ 4 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ.

იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ”, – აცხადებს შსს. 

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.