ბათუმში დაღუპული 15 წლის გოგოს საქმეზე სექსუალური შეღწევის მუხლით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

პროკურატურამ 16 წლის ასაკს მუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შსს-ს გამოძიებით, ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახით ითვალისწინებს: 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა პუნქტი – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

140-ე მუხლის პირველი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.