15 წლის გოგოს ქორწინების იძულების ბრალდებით მამა და კიდევ ერთი კაცი დააკავეს

პუბლიკა

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 15 წლის გოგოს მამა, რომელიც არასრულწლოვანს ქორწინებას აიძულებდა და ასევე დაკავებულია სრულწლოვანი კაცი, რომელზეც მოზარდს ქორწინებას აიძულებდნენ.

არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი გუშინ, 14 ივნისს დააკავეს.