ოკუპირებულ ყირიმსა და ხერსონის ოლქს შორის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება იყო

პუბლიკა

რუსული მედიისა და ოკუპირებული ტერიტორიების კოლაბორაციონისტი ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინელებმა ყირიმისა და ხერსონის რეგიონების დამაკავშირებელი ერთ-ერთი ხიდი დაბომბეს.

ოკუპირებული ყირიმის კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ლიდერის, სერჰი აკსიანოვის განცხადებით, ჩონგარის ხიდი ღამით ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. მათ მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ხიდი დაზიანებულია.

ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე დაიწყო ხიდის აღდგენა და ეს შეტევა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის კურსს ვერ შეცვლის“.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქების ოკუპირებული ნაწილისთვის ყირიმი მომარაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ყირიმის ნახევარკუნძული კი რელიეფის თავისებურების გამო ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს სულ რამდენიმე გზით უკავშირდება.