რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა – 22.
რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია. თავდასხმამ სერიოზულად დააზიანა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი.
მედიის ცნობით, რუსეთი მუდმივ თავდასხმებს ახორციელებს ოდესაზე, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის საკვანძო კერაა. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ორშაბათს გააუქმა მარცვლეულის საეტაპო შეთანხმება.
კიპერმა აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად განადგურდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი.