ქუთაისის საერთაშორისო აერორპოტის ადმინისტრაციის განცხადებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან აჩერებს ფრენას: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.
გარდა ამისა, საერთაშორისო რეისებზე შეზღუდვას აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები:
პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ფრენას პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე.
ჩეხეთის მიმართულებით ფრენა შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფება ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში და ავიარეისების შეწყვეტის გამო შეექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები, უნდა დაუკავშირდნენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაუწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშრუტების შესახებ.