როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი #1-ის განმეორებითმა ანალიზმა აჩვენა სუსტი დადებითი, რის გამოც მისი საავადმყოფოდან გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო.
„რაც შეეხება პირველ დადასტურებეულ შემთხვევას, იქ გვაქვს ასეთი სიტუაცია, გუშინ გითხარით რომ ავიღეთ ანალიზი, რომელიც იყო უარყოფითი, დღეს განმაორებით ანალიზში გამოვიდა მაინც სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია, რომ რიგით მესამე პაციენტს, ასევე ირანში დაინფიცირებულს, პირველი ტესტი დღეს უარყოფითი აქვს, ხვალ კიდევ გაუკეთდება როგორც წესია, და თუ ამ პირველისგან განსხვავებით ხვალაც უარყოფითი იქნა, ისე გამოვა რომ გაწერაში ის მესამე გაასწრებს პირველს“,- უთხრა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ქვეყანაში 33 კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.