საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ მეგობრებსა და პრეზიდენტს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რომლისთვისაც უკვე წელიწადნახევარია ასე მამაცურად იბრძვით. თქვენი გამარჯვების დღესაც ერთად ვიქნებით. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა