უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა – ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
„ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!“ – წერს უკრაინის საელჩო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა ბახმუტის მისადგომებთან, სადაც ის დასახლებულ პუნქტს იცავდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთ-უკრაინის ომში 50 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.