სამხრეთ კორეა 2024 წელს უკრაინას 394 მლნ დოლარით დაეხმარება

პუბლიკა

სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის გამოყოფილი 394 მილიონი დოლარის (520 მილიარდი კორეული ვონი) ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რაც 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ფინანსური დახმარებიდან 98 მილიონი დოლარი გამოყოფილია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ხოლო 98 მილიონი უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით გადაეცემა.

მედიის ცნობით, ივლისში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ივლისში გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.