ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილის 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მათივე ცნობით, სასამართლოში ბრალდებული ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მიშა მშვილდაძეს თავს 2023 წლის 27 ივნისს დაესხნენ.
პროკურატურამ მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი 28 ივნისს დააკავა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.