კორონავირუსის გამო ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი შეიქმნა

პუბლიკა

ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანიც არის კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის დროს მხარდაჭერა გამოუცხადოს „ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს, ჩვენს ტრანსგენდერ მოქალაქეებს“. სოლიდარობის ჯგუფი ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს, ჩარიცხული თანხით კი ტრანსგენდერ ადამიანებს დაეხმარებიან.

„მათ უმეტესობას მძიმე პირობებში, ღამით, გარეთ, სიცოცხლის ყოველდღიური რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა თავის გადასარჩენად. საზოგადოებაში არსებულმა ტრანსფობიამ და სოციალურმა გულგრილობამ ისინი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე დატოვა და მიგვაჩნია, რომ ეს სასტიკი, არაჰუმანური დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს“, – აცხადებს სოლიდარობის ჯგუფი.

მათივე განცხადებით, ტრანსგენდერ ადამიანებს პანდემიისა და იზოლაციის ფონზე ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ, ამიტომ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ,  რათა ტრანსგენდერმა მეგობრებმა შეძლონ ბინის ქირის გადახდა, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო პირველადი საშუალებების შეძენა.

„ინიციატივის მხარდამჭერ ინდივიდებსა და ჯგუფებს შეგიძლიათ თქვენი წვლილი გაიღოთ ამ სასიკეთო საქმეში, შესაძლებლობის მიხედვით, მითითებულ ანგარიშზე და დაგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში. სოლიდარობა ჩვენი ძალაა!“, – აცხადებენ ინიციატორები

BoG: GE10BG0000000131421565

TBC: GE67TB7937145063600042

მიმღები: ნიკოლო ღვინიაშვილი