სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება – იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით გაიკეთონ.
აცრა დაშვებულია 6 თვის ასაკიდან.
თავდაპირველად ითქვა, რომ ვაქცინაცია უფასო 15 ნოემბრამდე იქნებოდა, თუმცა ვადამ განუსაზღვრელი ვადით გადაიწია.
პირველ ეტაპზე უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებისთვის იყო ნებადართული, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასოდ აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკჯგუფებში არ შედიან.
ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.