პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია. ის პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერია. მას 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო.
დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში. ის ორჯერ იყო არჩეული ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ. ტუსკი მხარს უჭერს პოლონეთის ევროინტეგრაციის პროცესს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანმდებობას აქმდე მათეუშ მორავეცკი იკავებდა.