ჰოსპიტალში ვიზიტამდე გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან – გაბუნია

პუბლიკა

„პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად მობილიზებულია და რჩება ფრონტის წინა ხაზზე“, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდგომ.

„ჩვენი თხოვნა იქნება, პირველადი ჯანდაცვის რესურსი გამოვიყენოთ მაქსიმალურად ოპტიმალურად და მივმართოთ ოჯახის ექიმს. ვიდრე სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებთ ან მივიღებთ გადაწყვეტილებას ჰოსპიტალში ვიზიტის შესახებ, გავიაროთ სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რომელიც მოგვცემს სათანადო რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა მან.

დღესდღეობით ქვეყანაში კორონავირუსის 40 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. ამათგან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერის შემდგომ, ექიმების რეკომენდაციით, ორკვირიან თვითიზოლაციაშია. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.