სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ქუთაისში პოლიციელების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 დეკემბერს ქუთაისში არასრულწლოვნებსა და სამართალდამცველებს შორის შელააპრაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. არასრულწლოვნების დედის თქმით, პოლიციამ მოზარდები სცემა, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, – აცხადებს უწყება.