სემეკის განცხადებით, თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.
ახალი ტარიფები 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
თელმიკოს მომხმარებლებისთვის 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი 18 თეთრის ნაცვლად, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი 22 თეთრის ნაცვლად, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს, ტარიფი იქნება 23.5 თეთრი 26 თეთრის ნაცვლად.
ენერგო პროს მომხმარებლებისთვის 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 14,7 თეთრი 17.7 თეთრის ნაცვლად, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 15.7 თეთრი 18.7 თეთრის ნაცვლად, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს, ტარიფი იქნება 23.2 თეთრი 26.2 თეთრის ნაცვლად.