გორში გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს.
ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა” გაავრცელა. მოგვიანებით ის „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტრეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია.