პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელიც 13 წლის გოგოს გაუპატიურებაშია ბრალდებული

პუბლიკა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც 13 წლის გოგოს გაუპატიურებაშია ბრალდებული. კაცი ამ დრომდე კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაშია.

გამოძიება მას გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 18 იანვარს, კახეთში ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) აქვს წარდგენილი, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გაგების შემდეგ არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციას თავადვე ჩაბარდა. მას სიღნაღის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 20 იანვარს შეუფარდა. გამოძიება მის წინაარმდეგ სსკ-ის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.