სარჯველაძე კინოცენტრზე: არის ვინმე, ვინც კმაყოფილია ბოლო დროს გადაღებული ფილმებით?

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში თეა წულუკიანს გამოექომაგა. რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, სარჯველაძემ კინოცეტრთან დაკავშირებით დასვა კითხვა, „არის თუ არა ვინმე რეალურად კმაყოფილი ბოლო დროს გადაღებული ფილმებით”.

„სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებით სამთავრობო გეგმა შემოვიდა ამას წინათ, კანონპროექტი მზადდება, უნდა შემოვიდეს. ეს არის თემა, რომელიც, აგერ ქალბატონი ელისო დამეთანხმება, უმნიშვნელოვანესია. ეს არის მიმართულება, რომელსაც უნდა დაშენდეს რეალურად ქვეყანაში კულტურის ზრდა.

არა, გვირჩევნია ვილაპარაკოთ რაღაც ისეთ თემებზე, როგორიც არის კინო ცენტრის თემა და არ ვიცი, აქ არის ვინმე, ვინც კინოცენტრთან დაკავშირებით კმაყოფილია ბოლო დროს გადაღებული ფილმებით და ვინმეს მიაჩნია, რომ ბოლო წლებში საქართველოში ცისფერი მთები გადაიღეს და არაჩვეულებრივი გამოფენა? მე ასე არ მგონია”. – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, კულტურის სფეროს რეფორმა სჭირდებოდა. თუმცა, წულუკიანის მიმართ უკმაყოფილება გამოითქვა ისე, რომ „არავინ გარკვეულა რეფორმის შინაარსში”.

„არ ვარგა ეს. გავერკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რა შინაარსია, ვის რა ჰქონდა მოწყობილი, რა იყო რეალურად იმის მიზეზი, რომ მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით ბოლო წლებია კინო ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებებით და აი ამ ყველაფრის ფონზე აღმოვაჩენთ რომ შეიძლება იქ ვითარება რადიკალურად განსხვავებული იყოს იმისგან, რის ჩვენებასაც საზოგადოებისთვის ხელოვნურად ცდილობთ”. – თქვა მან.