სტრასბურგის სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვა დაიწყო - ადვოკატი

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

სარჩელი შეეხება ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვით, ხაზარაძე, ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ. განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა კი ის წარმოებაში არ მიიღო.

ადვოკატ ზვიად კორძაძის განმარტებით, მხარეს მიმართული ჰქონდა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლით –

  • მე-6 – სამართლიანი სასამართლოს უფლების;
  • მე-7 – არავითარი სასჯელი კანონის გარეშე;
  • მე-18 – პოლიტიკური დევნის მუხლების შესაძლო დარღვევის საკითხზე.

კორძაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სამივე მუხლთან მიმართებით დასვა შეკითხვები საქართველოს მთავრობის წინაშე.

„საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი, ძალიან იშვიათად მოკლე დროში მოხდა საქმის წარმოებაში მიღება, გადასულია განხილვის ეტაპზე.

ამ საქმეში არავითარი დანაშაული, მით უმეტეს, ფულის გათეთრება არ იყო. ფულის გათეთრებაში გავმართლდით, რაც შეეხება ხანდაზმულობებს, მისი ამოშანთვა მოხდება სტრასბურგში“, – თქვა მან.