პროკურატურის ინფორმაციით, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მკვლელობა ბოლნისში მოხდა.
უწყების ცნობით, მკვლელობა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებითაა ჩადენილი.
მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული რუსთავის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში.
კაცი სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 სექტემბერს დააკავეს.