პარლამენტში ხელჩართული დაპირისპირებაა

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხელჩართული დაპირისპირებაა. „ქართული ოცნების” დეპუტატები ოპოზიციონერების პოლიტიკურმა განცხადებებმა გააღიზიანეს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ყვირილით მიიჭრა ოპოზიციონერი დეპუტატების სკამებთან და მათ აგინა.

ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დღეს რუსული კანონის მესამე მოსმენა იმართება. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. პარალელურად, პარლამენტის გარეთ მიმდინარეობს აქცია.