დაახლოებით 10 დღე ვიქნებით პრეკრიტიკულ ფაზაში, შემდეგ შეიძლება შევიდეთ კრიტიკულ ფაზაში – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისთვის ყველა კლასტერი კონტროლდება მარნეულის შემთხვევის გარდა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მოლოდინებზე და ხაზი გაუსვა, რომ შემთხვების ზრდა იქნება ქვეყანაში, მაგრამ მთავარია ეს ზრდა იყოს დუნედ დინამიური და არა ნახტომისებური.

„ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღე, ჩვენ კიდევ ვიქნებით პრე-კრიტიკულ ფაზაში და ამის შემდეგ შეიძლება შევიდეთ კრიტიკულ ფაზაში, _ ამბობს ამირან გამყრელიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ დრო და შევამოკლოთ კრიტიკული ფაზის დღეების რაოდენობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი დაწოლა შეიძლება მოვიდეს ჯანდაცვის სისტემაზე.