დღეს, 27 ივლისს რუსებმა ხერსონში სასწრაფო დახმარების მანქანას დრონიდან ესროლეს, რასაც აფეთქება მოჰყვა. შედეგად მძღოლი დაიჭრა. ის ჰოსპიტალიზებულია.
დღევე რუსებმა საჰერო იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე. დაბომბვას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამასთან, დაშავდა 12 ადამიანი, მათგან 6 – ბავშვი.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება, მაღაზია და ავტომობილები დაზიანდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდასხმის სამიზნეში უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტი მოექცა, მათ შორის: ხერსონი, ბურგუნკა, ოსოკოროვკა, ნიკოლსკოე, პონიატოვკა, ლვოვსკოე, ბერისლავი, სადოვოე, ოდრადოკამენკა, ფედოროვკა, ტიაგინკა, პრიდნეპროვსკი, ზელენოვკა, ანტონოვკა, ჩერნობაევკა და ნოვოალექსანდროვსკი.