თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

ფასიანი განთავსება

1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში. 

დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება

ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი სუპერმარკეტები, რომელთან პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი უწევთ, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ვერ ახერხებენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ხარისხით.  

მეწარმეების მხარეს იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასწორად შერჩეული არხები, მიწოდების არაკონსისტენტური ვადები, ხარისხის კლება ქსელში შესვლის შემდეგ და ..

ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ამ პრობლემის მოგვარება, მეწარმეებში ცნობადობის ზრდისა და მათთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდების გზით.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორის განათლებას, რომელიც გადაამზადებს მეწარმეებს.

1 on 1 შეხვედრებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, კურსის ბოლოს შერჩეული მეწარმეები შეძლებენ პირისპირ გასაუბრებას იმისთვის, რომ მოხდეს მათი პროდუქციის შეტანაზე საბოლოო მოლაპარაკება. სხვადასხვა აქციები მცირე მეწარმეების პროდუქციაზე და B2B გამოფენა, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის დემონსტრირებას ქსელური სუპერმარკეტებისთვის და სხვა პოტენციური გაყიდვების არხების წარმომადგენლებისთვის.