პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ორს კი - დაუმძიმა

პუბლიკა

პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა

უფრო კონკრეტულად, ბრალდება ითვალისწინებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა „თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს „ჯიექს კვადრატი“ დააფუძნეს. კომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით კორპუსის მშენებლობის დასრულების და შეძენილი ფართების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღეს. აღნიშნულის საფუძველზე, დაზარალებულებმა კომპანიის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. მიღებული თანხების მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულებისთვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა.

ბრალდებულები 74 მოქალაქის კუთვნილ 3 295 519.124 ლარს დაეუფლნენ“, – ამბობს უწყება.