ლატვიის პრემიერმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ აცნობიერებენ რუსეთთან ახლოს მყოფი ქვეყნების რთულ სიტუაციას, მათ შორის, მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებასაც.
„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მოდლოვისგან მათი გამოცდილების შესახებ, რომ რუსეთმა ზეგავლენა მოახდინა არჩევნების თითქმის 10%-ზე. ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ იმ ძალიან რთულ სიტუაციას, რომელიც არსებობს რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყნებში. ვაფასებთ ყველა ინიციატივას ქართული საზოგადოების მხრიდან, დაიცვან თავიანთი დემოკრატია, რადგან სწორედ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, წავლენ თუ არა ისინი პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპაში, რისთვისაც იბრძოდა მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, ლატვია“, – განაცხადა მან.