შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 9 პირი. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, თბილისში დააკავეს 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 12 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – წერია განცხადებაში.
კახეთში 4 პირი დააკავეს, 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.ბ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ., 1974 წელს დაბადებული დ.შ. და 1973 წელს დაბადებული ე.ვ. დააკავეს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა“, – აცხადებს შსს.
აჭარაში დააკავეს 1976 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, შსს ამბობს, რომ ა.ო.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 41 ვაზნა და მჭიდი.
ასევე, შსს-ს ცნობით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ო.ე., რომლის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 15 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს.
შსს-ს განცხადებით, მარნეულში, უცხო ქვეყნის მოქალაქის 2001 წელს დაბადებული დ.ჰ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ვაზნა და მჭიდი.
უწყება ამბობს, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1984 წელს დაბადებული გ.ა., მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 15 ვაზნა ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.