ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ჩავიდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ჩავიდა. მას ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა.

ირაკლი კობახიძე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა. ის უკვე შეხვდე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია.

„ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. აღნიშნული ტრადიცია დღესაც გრძელდება. ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო“, – თქვა ალი ასადოვმა პრესსმასახურის ცნობით.

კობახიძესთან ერთად აზერბაიჯანში არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები: ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით სონღულაშვილი, თინათინ რუხაძე და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.