მოსკოვში საავადმყოფოები და სასწრაფო დახმარების სერვისი გადატვირთვის პირასაა. ინფორმაციას BBC მოსკოვის მერის მოადგილე ანასტასია რაკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. რაკოვას თქმით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო, მოსკოვის კლინიკები ახალ პაციენტებს ვეღარ აუდიან.
დღეს, ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში 1 786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში კი უკვე 12 000-ზე მეტია აღრიცხული. მოსკოვში მონაცემების სწრაფ ზრდას კიდევ ვარაუდობენ, რადგან სპეციალისტებმა იმ პაციენტების ჩათვლაც დაიწყეს, რომლებსაც ახალი კორონავირუსული ინფექციისათვის დამახასიათბელი სიმპტომები აქვთ. ოფიციალური პირები ახლა მიიჩნევენ, რომ ვირუსზე გაკეთებული ტესტები ხშირად ცდებოდა.
მოსკოვის მერის მოადგილის თქმით, თითქმის ყველა ახალ პაციენტს კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონია აქვს, საავადმყოფოებში მიმართვიანობა კი გაორმაგებულია. რაკოვას თქმით, მოსკოვის პირველადი ჯანდაცვის სისტემა ზღვარზეა და კორონავირუსთან გამკლავება უჭირთ.
რუსეთში COVID-19-ის ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ მოსკოვშია, სადაც მარტის ბოლოდან კარანტინია გამოცხადებული.