კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული, დაახლოებით, 1.7 მილიარდი დოლარი გადასცა. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, ამ ტრანშით უკრაინამ, 2025 წლის დასაწყისიდან, დაახლოებით, 17.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.
„ჩვენ, პარტიორებთან ერთად, ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
მადლობელი ვარ კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნისა და ამ ინიციატივაში ჩართული ყველა ადამიანის.
ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული აქტივების სრულ კონფისკაციას. ეს თანხა საჭიროა აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს, ასევე, იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა შმიჰალმა.
🇨🇦🇺🇦 Ukraine has received approximately 1.7 bn dollars (2.3 bn Canadian dollars) from Canada under the ERA initiative. These funds are backed by revenues from frozen russian assets. Together with our partners, we are forcing russia to pay for its crimes and destruction. Since the…
— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) June 30, 2025