თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავეუბულ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
IPN-ის თანახმად, სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ლალი აფციაურმა თორნიკე რიჟვაძის მშობლების განცხადებაც წარმოადგინა, რომლითაც მათ ალექსი ახვლედიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
„ბათუმელების” თანახმად, ალექსანდრე ახვლედიანმა სხდომაზე თქვა:
„თუ ვინმეს ინტერესშია, ჩემს ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს უახლოეს მეგობარზეა ლაპარაკი. დანაშაული მე ცხოვრებაში არ ჩამიდენია. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ თორნიკე ცოცხალია და გაირკვევა სიმართლე”.
7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს. პროკურატურა აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობისთვის სწორედ მისი იარაღი გამოიყენა.