ვიდეო | ქუთაისში ექიმებმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთლებული პაციენტი ტაშით გააცილეს

პუბლიკა

ქუთაისში ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა დატოვა. „ლჯ და კომპანიის“ კლინიკის პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი სამედიცინო პერსონალმა ტაშით გააცილა. ვიდეოს თავად კლინიკის Facebook-გვერდი ავრცელებს.

https://www.facebook.com/136623193732422/videos/2577736539153101/

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ დღეისთვის უკვე 67-ს მიაღწია. ამ დროისთვის  სულ 266 დადასტურებული შემთხვევაა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 266
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 67
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4872
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3