25 სექტემბერს თბილისში, ნაძალადევში, „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ ღონისძიებაზე შეკრებილებს კვერცხები ესროლეს. პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატების წარადგენდნენ, ინციდენტის დროს მოქალაქეებს ირაკლი კუპრაძე ესაუბრებოდა.კუპრაძემ თქვა, რომ „ოცნება“ „ლაყე კვერცხების“ პარტიად ჩამოყალიბდა.
„ტიტუშკები გვესტუმრნენ და კვერცხებს ისვრიან. საინტერესოა. არაუშავს… საინტერესოა, სამწუხაროა, მე გიხდით ბოდიშს სამწუხაროდ ამ მოვლენის გამო, ეს არის ქართული ოცნების სახეს, რომელიც ასე ებრძვის დღეს ჩვენს ბრძოლას, ეს არის ქართული ოცნების სახე, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ტიტუშკები ჰყავს გარშემო. ასეთი სასაცილოა ხოლმე ქართული ოცნება“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.
ღონისძიება მალევე გაგრძელდა.