დრონების გამო მიუნხენის აეროპორტის მუშაობა დროებით შეფერხდა

პუბლიკა

მიუნხენის აეროპორტმა 2 ოქტომბრის ღამეს დროებით შეაჩერა მუშაობა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დრონი შენიშნეს.

მუშაობის შეჩერების შედეგად 17 რეისის გაუქმდა და შეფერხდა თითქმის 3 000 მგზავრი. აეროპორტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიდევ 15 ჩამოსული რეისი გადამისამართდა სხვა ქალაქებში.

ფედერალური პოლიციის პრესსპიკერმა გაზეთ Bild-ს განუცხადა, რომ სიბნელის გამო, დრონების ტიპის, ზომისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა. პოლიციის თქმით, დრონები პირველად ადგილობრივი დროით 21:30 საათზე (19:30 GMT) შენიშნეს, ხოლო შემდეგ – კიდევ ერთი საათის შემდეგ.

მიუნხენის აეროპორტი პარასკევს მოგვიანებით გაიხსნა. გასულ კვირას აეროპორტები დროებით დაიხურა დანიასა და ნორვეგიაში.