ემიგრანტი ხელოვანების ხმა თბილისში

ნინო ჩიმაკაძე

პრემიათავისუფალიდა ათენის ქართული თეატრალური დასის წარმოდგენა მოძრაობის თეატრში

23 ნოემბერს მოძრაობის თეატრში, საბერძნეთში არსებულმა  ქართველი ემიგრანტების თეატრალურმა დასმა სპექტაკლინიკო და ვანოწარმოადგინა. თეატრალური პრემიათავისუფალისკონკურსის ფარგლებში ეს ერთადერთი ემიგრანტული სპექტაკლია შერჩეული 19 საკონკურსო ნამუშევრიდან.

ნიკო გომელაურის სახელობის თეატრი ათენში უკვე 12 წელია არსებობს. თუმცა, ეს  პირველი შემთხვევაა, როდესაც ემიგრანტული თეატრალური დასი საქართველოში ჩამოვიდა და მაყურებლის წინაშე წარმოდგენა გამართა. თან იმ ფონზე, რაც დღეს საქართველოში ხდება და რა გამოწვევის წინაშეც აღმოჩნდნენ ქვეყნიდან წასული მოქალაქეები.

რეჟისორმა ნიკოლოზ ტყავაძემ და მისმა დასმა ქართველ მაყურებელს ერლომ ახვლედიანისვანო და ნიკო“-ს მიხედვით დადგმული ერთსაათიანი წარმოდგენა ძირითადად, ფიზიკური და არავერბალური თეატრალური ელემენტების აქცენტირებით წარუდგინა. გამომსახველობითი საშუალებების მინიმალიზმი და ექსპრესიულობა ოთხმა მსახიობმა (რომელთა შორისაც თავად რეჟისორიც იყო) ემოციურად გაუნაწილა დარბაზს.

საბერძნეთი რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. იქ დაახლოებით 85 000 მოქალაქეა წასული საქართველოდან, რომელთა დიდ ნაწილს საბუთების გამო სამშობლოში მარტივად ჩამოსვლა და წასვლა ჯერ კიდევ არ შეუძლია. მათ შორის არიან ნიკო გომელაურის სახელობის თეატრის დასის  წევრებიც, რომლებიც ვერ ჩამოვიდნენ საქართველოში და მხოლოდ ონლაინ ადევნებდნენ თვალს წარმოდგენას. თავად რეჟისორიც, ნიკა ტყავაძე საქართველოში წლების განმავლობაში არ იყო ნამყოფი და მხოლოდ ორი წლის წინ, 2023 წელს, პრემიათავისუფალისსტუმრის სტატუსით ჩამოვიდა სამშობლოში.

პრემიათავისუფალი“ 2023 წელს დაარსდა და  დამოუკიდებელი თეატრებისა და ხელოვანებისთვის გამორჩეულ პლატფორმად იქცა. პრემიის ერთერთი დამფუძნებელი, თეატრის კრიტიკოსი გვანცა გულიაშვილი ამბობს, რომ ინიციატივის მიზანია, დამოუკიდებელ თეატრალურ პროექტებში მონაწილე ადამიანების გაძლიერება, მათი ერთმანეთთან დაკავშირება და კულტურული სივრცის გაფართოება:

მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ემიგრაციაშიც მრავლად არსებობენ ქართული დამოუკიდებელი დასები. ერთერთი პირველი გამოხმაურება სწორედ საბერძნეთიდან იყო. ნიკოლოზი 2023 წელს ჩამოვიდა, როგორც განსაკუთრებული სტუმარი და წელს უკვე დასმა შეძლო ჩამოსულიყო დამოძრაობის თერატრშიეთამაშათ. აქამდე ყველას არ შეეძლო საბუთების გამო ჩამოსვლა. მათაც ჩვეულებრივ უწევთ ემიგრანტის ცხოვრებისთვის დამახაიათებელ ბიუროკრატიულ თუ სხვა სირთულეებთან გამკლავება. საბოლოო ჯამში, ეს ვიზიტი მათთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა და ამავე დროს, სიგნალი საზოგადოებისთვის, რომ ემიგრანტ ხელოვანებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის რეალური, ცოცხალი ხიდი არსებობს და ეს კავშირი შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს.“

ნიკა ტყავაძემ ათენში პირველი წარმოდგენა 2013 წელს დადგა. ეს იყო ნიკო გომელაურის ლექსებზე აწყობილი მონო სპექტაკლი; თეატრსაც ამიტომ ეწოდა პოეტისა და მსახიობის, ნიკო გომელაურის სახელი. ათენში ემიგრანტების რაოდენობიდან გამომდინარე, ინტერესი განსაკუთრებით დიდია და იქ მცხოვრები ქართველები აქტიურად დადიან სპექტაკლებზე:  ჩვენ იქ პატარა საქართველო გვაქვს“- ამბობს ნიკა ტყავაძე და გვიყვება, რომ აქამდე კონკრეტული ადგილი არ ჰქონდათ, სადაც ბინას დაიდებდნენ და წარმოდგენებს გამართავდნენ. უკვე მეორე წელია ისინი ქართულმა კულტურულსაგანმანთლებლო ცენტრარმაზმაშეიფარა და უკვე მიდმივმოქმედი დასის ჩამოაყალიბება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ათენის ქართულ დასს ნიკო გომელაურის შემდეგ, ქართველი ავტორის ნაწარმოები არ დაუდგამთ და ერლომ ახვლედიანისვამო და ნიკოპირველი ქართული სპექტაკლია თეატრის რეპერტუარში.

გვინდოდა ერთვარი დიალოგი შემოგვეტანა იმ დაპირისპირებასა და აურზაურში, რაც ყველას გვაწუხებს. დღეს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში უცნაური გადათამაშება ხდება სიკეთისა და ბოროტების. ძალიან ვწუხვარ იმ ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში. ეს სპექტაკლიც სწორედ ამ დაუსრულებელი დაპირისპირების შესახებ არის.“- ამბობს ნიკა ტყავაძე.

პრემიათავისუფალისფარგლებში ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლთ 19 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. პრიზები სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო მხატვარი და სცენოგრაფი. სპეკტაკლებს ჟიური შეაფასებს, რომლის წევრებიც წელს არიან: თამარ ცაგარეიშვილი (თეატრმცოდნე), ნინო ბურდული ( მსახიობი) და დავით ბუხრიკიძე (არტკრიტიკოსი).

იმ დაძაბულ რეჟიმში, როცა მთელი სამი თვის განმავლობაში დამოუკიდებელი თეატრების უმეტესობა გაფიცული იყო, მაინც მოხერხდა სპექტაკლების დადგმა ამ სეზონში და საბოლოოდ, ასეთი მოცულობითი საკონკურსო შემადგენლობა მივიღეთ“- ამბობს გვანცა გულიაშვილი. მისი თქმით, საბერძნეთის გარდა წელს ორგანიზატორებს უკვე ჰოლანდიიდან და ამერიკიდანაც დაუკავშირდნენ ემიგრანტი თეატრები და მომავალში აქ ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს. ეს კიდევ უფრო გააფართოვებს კავშირებს და შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობაც შედგეს როგორც ემიგრანტ თეატრებს, ისე აქაურ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ დასებს შორის.

ათენის თეატრალურ დასსმოძრაობის თეატრმაუმასპინძლა. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, იოსებ ბაკურაძემ სოლიდარობა გამოუცხადა უსამართლოდ დაკავებულ მსახიობებს და აღნიშნა, რომ დღვანდელ კონტექსტში ემიგრანტი თეატრის სამშობლოში ჩამოსვლა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი, კახა ბაკურაძე კი პუბლიკასთან საუბარში ამბობს, რომ თეატრისა და ზოგადად, ხელოვნების მართალ და თავისუფალ ხმას  ვერავინ მოაქცევს მარწუხებში:

რაც არ უნდა შეეცადონ, მაინც ვერ წაგვართმევენ ხმას. კანონებს იღებენ იმიტომ, რომ თუ საჭიროა, დაარღვიო მერე. შეუძლიათ მიიღონ, რა კანონიც უნდათ, ჩვენ ვიცით როგორც დავარღიოთ ისინი. თუ დაგვიჭერენ, დაგვიჭირონ, იქაც ვითამაშებთ. თუ ვერ დაგვიჭერენ, დამნაშავეებიც არ ვიქნებით. ყველას ისედაც ვერ დაგვჭერენ. მე საბჭოთა კავშირში გავიზარდე და ამდენ ნერვიულობად არ ღირს ეს ყველაფერი. არსებობსდისკო პარტიზანე“. თუ საჭირო გახდა, უნდა გადავიდეთ პარტიზანულ ქმდებებზე. მეორე მსოფლიო ომიც ხომ ნაწილობრივ პარტიზანებმა მოიგეს. თეატრი თავისუფალია, რაც არ უნდა ამიკრძალონ, მე მაინც ვითამაშებ ჩემს ეზოში, ქუჩაზე, სახლში, სხვენზე თუ სადმე სხვაგან, ვინც სივრცეს გაგვიღებს.“

საბერძნეთის ემიგრანტი დასის სტუმრობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თეატრი მხოლოდ სცენა, დეკორაცია და შოუ არ არის. ეს არის გზა, რომლითაც ადამიანები ინარჩუნებენ ერთმანეთთან კავშირს, ენას, კულტურას და ისტორიას. იქ, სადაც ყოველდღიურობა ხშირად გვაშორებს ერთმანეთს, ხელოვნება მაინც პოულობს გზას, დაკარგული ურთიერთობების აღდგენისა და იდეების გაზიარებისთვის.