ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ტვ „კავკასიისთვის“ აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.
ტელეკომპანია „კავკასია“ მრავალი თვეა, აქვეყნებს განცხადებას შემოწირულობაზე.
„კავკასიის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერთი მათი ერთი შემწირველი აშშ-დან არის.
თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რამდენიმე რეპრესიული კანონის, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, უცხო ქვეყნისგან თანხის მიღება აკრძალულია.
სწორედ ამ რეპრესიულ ჩანაწერს ეყრდნობა კომუნიკაციების კომისიაც.
განცხადებაში, რომელიც „კავასიამ“ მიიღო, სწორედ შესაბამისი მუხლებია მოშველიებული და აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიამ „კომისიას ამ წერილის ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია გაწეული მომსახურებისა და ზემოაღნიშნული შემოსავლის შესახებ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა ფინანსური დოკუმენტი)“.
„მართლა არ ვიცი, ვინ არის ეს ძვირფასი ადამიანი. გვარი და სახელი ქართული აქვს. შეიძლება ორმაგი მოქალაქეც არის. არ ვიცი, სად უნდა გამოვიძიო. და აი, ამათ რა უნდა ვუპასუხო. შემომწირველს რა მომსახურება გავუწიე? რა ინვოისი გავუგზავნე? ან რაში დავხარჯე? ალბათ დენის ფული გადავიხადეთ ან ხელფასი გავისტუმრეთ. რა ვიცი. სხვა რა უნდა გვექნა ამ ფულით? ამათ უნდათ უბრალოდ დაგვღალონ, შეგვაშინონ რომ მოგვბეზრდეს ცხოვრება და აქედან წავიდეთ. ვერ მოესწრებით, დოქსოპულოებო“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.
