ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეორედ გახდა

პუბლიკა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე დაამტკიცა.

პატარაძის კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილმა 23 აპრილს წარადგინა.

საბჭომ სხდომაზე დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი – მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი – ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი – დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ედნარ ნატარიძე.

ზურაბ პატარაძემ თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმა გააცნო და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გაგრძელდება და გუნდთან ერთად რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს.

პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას მანამდეც იკავებდა – 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე.