მთავრობის ადმინისტრაცია: ტრამპმა კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვის პასუხად წერილი გამოუგზავნა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მილოცვის პასუხად წერილი გამოუგზავნა.

ადმინისტრაციის თანახმად, წერილში წერია:

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას.

აღვნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში. გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ”.